Wednesday, April 3, 2013

მოდულის შეფასება - 01.04.2013


უკვე დასვენებულ გონებაზე ვწერ მოდულის შეჯამებას. ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო. გავეცანით: განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების პროექტში ჩართვის პრინციპსსხვადასხვა ენობრივი საფუძვლის მქონე მოსწავლეების საჭიროებების დაკმაყოფილებას. აგრეთვე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლლებისათვი რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს მოძიებული დავალების შესასრულებლად და როგორ უნდა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე წარმატებით თემაზე მუშაობაში. 
ტერენინგზე მოწოდებული ინფორმაცია საინტერესო იყო, ცოტა მეტო დრო, რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა.

Sunday, March 31, 2013

მოდულის შეფასება - 31.03.2013


დღევანდელ დღეს მოვახდინეთ სქემის შაბლონის შევსება, ჩვენი პროექტი გავაცანით სხვა ჯგუფს და მივიღეთ რჩევები, თუ რა უნდა გაგვეთვალისწინებია.  საინტერესო იყო მოსწავლის პოზიციაში ყოფნა. ამ დროს გავითიშე და დავალება ისე ვერ შევასრულე როგორც საჭირო იყო, ჯგუფში მიღებული რჩევებით უფრო გავერკვიე  თუ რა შეცდომები მქონდა დაშვებული დავალების შესრულების დროს, რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, რომ სხვა დროს მსგავს სიტუაციაში არ ავღმოჩნდე. საინტერესოა მოსწავლეთა პროექტების შეფასება, როგორ ავითარებს რუბრიკებ, ქულების მინიჭებ და  ჩეკლისტები შინაარსის ათვისებას. როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ეფექტუტრად გამოყენება პროექტის განხორციელების დროს. მოსწავლეთა ჩართულობა შეფასების პროცესში.
სქემაში მოცემული მაგალითები უფრო დაეხმარება მასწავლებელს, შეუძლია შეცვალოს და თავის შესაძლებლობებს მოარგოს.


Saturday, March 30, 2013

მოდულის შეფასება - 30.03.2013

დღევანდელ დღეს განვიხილეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესის დროს. პროექტები საშუალებს იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს დამოუკდებელი მუშობის უნარ-ჩვევა და განსაზღვრულ დროში მოახდინონ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. განვსაზღვრეთ:
  • თემის პრეზენტაცია
  • სტანდარტიდან გამომდინარე  ამოცანების დასმა
  • ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების დასმა
  • პროექტის შეფასება
  • ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის განთავსება და საავტორო უფლებების დაცვა
აღნიშნული კურსი ძალიან საინტერესოა - უფრო საინტერესოა ამ სიახლეს პედაგოგები, როგორ შეხვდებინ და როგორ დანერგავენ სკოლებში? 

მოდულის შეფასება - 29.03.2013

დღევანდელი დღე ძალიან საინტრესო იყო, ველოდები სიახლეებს რომელიც გველოდება შემდეგ დღეებში. ტრენინგიდან დამამახსოვრდა, როგორ დავწერო პროექტის გეგმა ელექტრონულ შაბლონში.